საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობა

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილეებმა, პროფესორმა ირმა ხარშილაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ, 2023 წლის 7 ოქტომბერს ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციას - მოსამართლეებსა და აპარატის თანამშრომლებს უმასპინძლეს.

 

შეხვედრა დაეთმო ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობის გაცნობასა და გამოცდილების გაზიარებას სამართალწარმოებისა და კანონმდებლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. პროფესორმა ირმა ხარშილაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი დგებუაძემ დელეგაციას გააცნეს ინფორმაცია იურიდიული ფაკულტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საქმიანობის, ეროვნული/საერთაშორისო გეგმებისა და მიღწევების შესახებ და გამოთქვეს მზაობა ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უნივერსიტეტებთან მრავალმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობისთვის.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის თანამშრომელი - ირაკლი ლეონიძე, დეკანის აპარატის მთავარი სპეციალისტები - მარიამ ხუროშვილი და რუსუდან ცაგარელი.

 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა სამეცნიერო დისკუსია.

თარიღი: 07/10/2023